თენგიზ რუხაძის შემდეგ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყოფილი სუმოისტი, ლევან ცაგური, იგივე “კოკაი” უხელმძღვანელებს.
დღეს სასტუმრო „სიმპათიაში“ რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, სადაც 9 დელეგატმა ფედერაციის ახალ მმართველად ლევან ცაგურია ერთხმად აირჩია.
დღევანდელ ყრილობაზე ასევე ვიცე პრეზიდენტები და აღმასკომის წევრებიც აირჩიეს. ყოფილი მმართველი თენგიზ რუხაძე სუმოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
ლევან ცაგურია რეგიონებში სუმოს პოპულარიზაციას და მისი შემდგომი განვითარებას გეგმავს.