ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში „რაგბი ევროპის“ კონფერენც დივიზიონის გამარჯვებული საქართველოს შვიდქალა ნაკრები გახდა.
ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა მორაგბეებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო (სლოვენია 50:10, ლუქსემბურგი 24:0) და მხოლოდ დანიასთან დამარცხდა (0:17). შესაბამისად, ქართველი მოშვიდქალეები პლეიოფში ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდნენ.
ძალზედ დაძაბული გამოდგა მეოთხეფინალური შეხვედრა სლოვაკეთის წინააღგმდეგ, რომელიც საქართველომ მხოლოდ ორ ქულიანი სხვაობით – 7:5 მოიგო.
კონფერენც დივიზიონის ორივე ფინალისტი „ალაფაზე“ წინაურდებოდა, შესაბამისად ნახევარფინალში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველომ ბულგარეთს ერთის წილ სამი ლელო დაუდო და 19:5 იმარჯვა.
ფინალურ შეხვედრაში საქართველოს შვიდქალა ნაკრები ტურნირის ფავორიტს, თურქეთს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ დასახული მიზანი უკვე მიღწეული იყო, ქართველმა გოგონებმა მატჩზე კონტენტრაცია მოახერხეს და მეტოქე დრამატულ მატჩში – 17:12 დაამარცხეს.
კონფერენც დივიზიონში საქართველო ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა:
თინათინ პაპუაშვილი, თინათინ სიხარულიძე, ქეთევან მოდებაძე, სალომე საღარაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, სალომე მაკასარაშვილი, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე (ყველა თბილისი), თამარ მანაგაძე, ანი სირაძე, თეონა ჩიტაიშვილი (სამივე ქუთაისი), ნათია გავაშელიშვილი (რუსთავი).