საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა #1TVSPORT
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მესამე შეხვედრა პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 19:12 დაამარცხა.
ქართველთაგან ლელოები ჯობავამ (2) და ლომიძემ დადეს.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში იტალიამ რუმინეთი 45:14 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ამ მოგებით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ჰამბურგში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ორი მატჩი ჩაატარა, ფრედ ითამაშა რუმინეთთან და დამარცხდა იტალიასთან.