საქართველოს შემადგენლობა ცნობილია - კარში მამარდაშვილია, მაკედონიელებს ისევ ზივზივაძე შეუტევს #1TVSPORT
სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე მალე დაიწყება ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა – საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება.
ვილი სანიოლმა უკვე დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც ჩვენი ეროვნული გუნდი მასპინძლებს დაუპირისპირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარში ივნისის მატჩებში პირველად გამოჩნდა გიორგი მამარდაშვილი, მაკედონიელებს ისევ ბუდუ ზივვზივაძე შეუტევს.
საქართველო: მამარდაშვილი – კაშია, კვირკველია, ხოჭოლავა – კაკაბაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, წიტაიშვილი – დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია
სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე, ლოჩოშვილი, კობახიძე, აზაროვი, გვილია, მამუჩაშვილი, ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, ყაზაიშვილი, მიქაუტაძე
ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი – აშკოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი – სპიროვსკი, ბარდი – ჩურლინოვი, ელმასი, ტრაკოვსკი – მ. რისტოვსკი
ეს ც4 ჯგუფის პირველი წრის ბოლო მატჩია და გაარკვევა, ვინ იქნება ლიდერი. ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (fm 102,3).