საქართველოს შემადგენლობა ცნობილია - ჩაკვეტაძე დავითაშვილმა შეცვალა, მალი დებიუტანტია
ერთა ლიგაზე საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი „დინამო-არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
ცნობილი გახდა გუნდების შემადგენლობები. საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა „საბურთალოს“ მცველი ნიკა მალი, გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ვლადიმირ ვაისმა ზურიკო დავითაშვილი დააყენა, ხოლო თავდასხმაში ნიკა კაჭარავა გიორგი ქვილითაიათი ჩაანაცვლა.
ცვლილებებია ბალკანელების შემადგენლობაშიც – გორან პანდევი, რომელიც წინა ტურში სომხებთან მოედანზე მხოლდო 61-ე წუთზე გამოჩნდა, ძირითადშია.
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, მალი – კვეკვესკირი, კანკავა – კვარაცხელია, დავითაშვილი, ოქრიაშვილი – ქვილითაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ჩრდილოეთ მაკედონია: შიშკოვსკი – რისტოვსკი, დ, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი – ადემი, სპიროვსკი – ტრაიკოვსკი, ბარდი, ელმასი – პანდევი
მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი