საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება #1TVSPORT
26 მაისს საქართველოს სამბისტთა ეროვნული ნაკრების წევრები კვიპროსში მიემგზავრებიან, სადაც 28-29 მაისის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, ჯონდო მუზაშვილის გადაწყვეტილებით, ევროპის პირველობაზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
58 კგ. ვახტანგ ჩიდრაშვილი.
64 კგ. თორნიკე ჭოველიძე.
71 კგ. მინდია ლილუაშვილი.
79 კგ. ლევან ნახუცრიშვილი.
88 კგ. მიხეილ ნოზაძე.
98 კგ. დავით ლორიაშვილი.
+ 98 კგ. ბექა ბერძენიშვილი.
გოგონათა შეჯიბრზე იჭიდავებენ:-
72 კგ. ნინო ოძელაშვილი.
80 კგ. ირინე ლეონიძე.
+ 80 კგ. ელენე ქებაძე.