საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგა, სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, 2 დეკემბერს განახლდება.
შაბათს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მორიგი ტურის ორი შეხვედრა ჩატარდება. 16:00 საათზე თბილისის „დინამო“ „ქუთაისს“ დაუპირისპირდება, 18:00 საათზე კი „მგზავრები“ „კაკტუსის“ მეტოქე იქნება.
მატჩებზე დასწრება თავისუფალია.