საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ილია მაისურაძის გუნდი წელს მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდს შორის ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. ახალგაზრდა ბოჯღალოსნები 6-10 მარტს თბილისში, საფრანგეთის 20-წლამდელთა გავითარებადი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
მატჩები ავჭალის სტადიონზე 6 მარტს 16 საათზე დაიწყება, ხოლო 10 მარტს – 14 საათზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გასულ წელს ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ორი მატჩი გამართა. პიველი შეხვედრა მასპინძლებმა ანგარიშთ 24:19 მოიგეს, მეორე მატჩი კი ილია მაისურაძის გუნდის გამარჯვებით 14:0 დასრულდა.
საქართველოს 20 წლამდე მორაგებთა ნაკრები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინაში 4-22 ივნისს იასპარეზებს. ახალგაზრდა ბორჯღალსონები ჯგუფში ახალი ზელანდიის სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.