საქართველოს ნაკრებში უკრაინის ახალგაზრდულის ყოფილი მეკარე გამოიძახეს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში დონეცკის “ოლიმპიკის” მეკარე და კაპიტანი ზაურ მახარაძე გამოიძახეს, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„დონეცკის “ოლიმპიკის“ კაპიტანი ჯერ ვერ დაისვენებს. ცოტა ხნის წინ, მახარაძემ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს პასპორტი მიიღო, სადაც მისი მამა დაიბადა და გაიზარდა. ახლა ზაურმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყურადღება მიიქცია. “ოლიმპიკის” ოფისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ოფიციალური წერილი მოვიდა, რომ მახარაძე ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული”, – წერია “ოლიმპიკის” განცხადებაში.
„ოლიმპიკის“ 25 წლის კაპიტანი უკრაინაშია დაბადებული და ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის მიღება ჯერ კიდევ ოთხი წლის გადაწყვიტა.
მახარაძე იყო უკრაინის ყველა ასაკობრივი ნაკრების მეკარე, “ოლიმპიკში” კი 2010 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში გუნდში 26 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა, 9 შეხვედრაში კი კარი “მშრალად” შეინახა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ზაფხულში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: ვლადიმირ ვაისის გუნდი 1 ივნისს მალტას ესტუმრება, ხოლო 5 ივნისს – ლუქსემბურგს.