საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა – ეროვნულ ნაკრებს გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი შეუერთდნენ და გუნდში უკვე შეკრებაზე 23 ფეხბურთელია.
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის (12 ოქტომბერს ირლანდიასთან თბილისში და 15 ოქტომბერს გიბრალტართან გასვლაზე) საქართველოს ნაკრები უკვე ოთხი დღეა, რაც საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე ემზადება.
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ);
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი).
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებები 11 ოქტომბერს მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს თბილისში გამართავენ – „ჯვაროსნები“ კვლავ „ზესტაფონის“ ბაზაზე, ხოლო ირლანდიელები – „დინამო არენაზე“.
ცნობილია 11 ოქტომბრის სანაკრებო ღონისძიებების განრიგი:
15:30 საათი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა);
16:30 საათი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (დინამო არენა);
17:00 საათი ირლანდიის ნაკრების ვარჯიში (დინამო არენა – გადაღება დაშვებულია საწყისი 15 წუთის განმავლობაში);
18:30 საათი საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა, გადაღება დაშვებულია საწყისი 15 წუთის განმავლობაში).
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის „დინამო არენაზე“ 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
საქართველო-ირლანდიის შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.