საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის გუნდად დასახელდა | სპორტის სამინისტროს დაჯილდოება
სპორტის სამინისტროს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდა 2018 წლის საუკეთესო გუნდი.
წარდგენილი იყვნენ:
ფეხბურთის ეროვნული ნაკრები (UEFA-ს ერთა ლიგაში მოპოვებული წარმატებისთვის)
ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები (43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლისთვის)
რაგბის ეროვნული ნაკრები (რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და საერთაშორისო მატჩებში მოპოვებული წარმატებისთვის)
გამარჯვებული გახდა:
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
პრიზი ნაკრების სახელით საბა კვერკველიამ ჩაიბარა.