ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) განახლებული რეიტინგი გამოქვეყნა. საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ნოემბერში 1:0 დაამარცხა კვიპროსი და 2:2 ითამაშა ბელარუსთან, სამი საფეხურით წაიწია წინ და ამჟამად, 104-ე ადგილზე იმყოფება.
რაც შეეხება ახალი რეიტინგის ტოპ-ათეულს, ის ასე გამოიყურება:
1(1). გერმანია – 1602
2(2). ბრაზილია – 1483
3(3). პორტუგალია – 1358
4(4). არგენტინა – 1348
5(5). ბელგია – 1325
6(8). ესპანეთი – 1231
7(6). პოლონეთი – 1209
8(11). შვეიცარია – 1190
9(7). საფრანგეთი – 1183
10(9). ჩილე – 1162