საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პოპულარულ კომპიუტერულ თამაშში ოფიციალურად დაამატეს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები პოპულარულ კომპიუტერულ თამაშში ოფიციალურად დაამატეს [ვიდეო] #1TVSPORT

FC 24-ში საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურად დაემატა – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„დღეიდან ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოთამაშში თქვენი საყვარელი ნაკრებითა და ფეხბურთელებით თამაშს შეძლებთ“, – წერია გავრცელებულ ცნობაში.

EA Sports FC 24 არის მთელ მსოფლიოში პოპულარული კომპიუტერული თამაში. EA Sports FC სერიასა და ფიფა-ს შორის შეთანხმების შემდეგ პირველი თამაში 2023 წლის 29 სექტემბერს გამოვიდა.

ახალ თამაშს დაემატა ქალთა პოპულარული ლიგები (Frauen-Bundesliga, Liga F), უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს ერთა ლიგა და ევრო 2024, შესაბამისად, დაემატა საქართველოს ნაკრებიც, როგორც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი.