საქართველოს საფეხბურთო ლიგა მსოფლიო რეიტინგში 72-ე ადგილზეა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ლიგა მსოფლიო რეიტინგში 72-ე ადგილზეა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2021 წელს მსოფლიოში რეიტინგში 72-ე ადგილზე აღმოჩნდა – ასეთია სტატისტიკისა და ისტორიის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ანალიტიკოსების შეფასება.

სიაში სულ 80 საუკეთესო ლიგა დაასახელეს და მათ შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ლიგა, რომელიც გასულ წელს 75-ე ადგილზე იყო. საუკეთესოდ კი ბრაზილიის სერია „ა” აღიარეს.

IFFHS შესაბამის შეფასებებს 1991 წლიდან მოყოლებული ადგენს და ძირითადად, ევროპის ტოპ-ლიგებს გამოარჩევდა – ესპანეთმა პირველობა 13-ჯერ მოიპოვა, შემდეგ მოდიან იტალია (11), ინგლისი (5) და გერმანია (1) იგებს ამ მსოფლიო რეიტინგს.

მსოფლიოს ტოპ-10 ლიგა 2021 IFFHS-ის მიხედვით:

1. ბრაზილია

2. ინგლისი

3. იტალია

4. ესპანეთი

5. საფრანგეთი

6. პორტუგალია

7. ნიდერლანდები

8. გერმანია

9. არგენტინა

10. პარაგვაი