საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ძვირად ღირებულ ლიგებში 36-ე ადგილზეა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ლიგებს შორის 36-ე ადგილზეა, ხოლო ეროვნული ლიგა 2 – 88-ე ადგილზე. განახლებული მონაცემები ვებგვერდმა „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.
ვებგვერდმა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ეროვნული ჩემპიონატების რეიტინგი კლუბების ჯამური ღირებულების მიხედვით შეადგინა. ათეულის ლიდერი ინგლისის პრემიერლიგაა, სამეულში მოხვდნენ ესპანეთის ლა ლიგა და იტალიური სერია A, მეათე ადგილზეა საუდის არაბეთის პროლიგა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ლიგების ათეული:
პრემიერლიგა (ინგლისი) – 11,04 მილიარდი ევრო
ლა ლიგა (ესპანეთი) – 4,77 მილიარდი ევრო
სერია A (იტალია) – 4,71 მილიარდი ევრო
ბუნდესლიგა (გერმანია) – 4,31 მილიარდი ევრო
ლიგა 1 (საფრანგეთი) – 3,68 მილიარდი ევრო
სერია A (ბრაზილია) – 1,44 მილიარდი ევრო
პრიმეირალიგა (პორტუგალია) – 1,35 მილიარდი ევრო
MLS (აშშ) – 1,27 მილიარდი ევრო
სუპერლიგა (თურქეთი) – 1,15 მილიარდი ევრო
პროლიგა (საუდის არაბეთი) – 1,07 მილიარდი ევრო
…36. ეროვნული ლიგა (საქართველო) – 42,26 მილიონი ევრო
…88 ეროვნული ლიგა 2 – 12,05 მილიონი ევრო