საქართველოს რაგბის კავშირმა ახალი პროექტი წარადგინა - „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიის მოლოდინში არიან
შევარდენის სარაგბო ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირმა მის და რაგბის მსოფლიო თასის პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტი წარადგინა – პლასტიკური ბარათი, რომლის ვიზუალშიც საქართველოს ნაკრების მოთამაშეები არიან გამოსახულნი.
შეხვედრაზე „ბორჯღალოსანთა“ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მსოფლიო თასისთვის მზადებასა და შოტლანდიასთან და რუსეთთან ამხანაგურ ტესტ-მატჩებზეც ილაპარაკა.
„ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ელიტარული სარაგბო ნაკრები მთავარი შემადგენლობით ჩამოვა. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება“, – ამბობს შარიქაძე.
მსოფლიო თასი იაპონიაში 2019 წლის სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ავსტრალია, უელსი, ურუგვაი და ფიჯი იქნებიან.