საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰამას შეხვდა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰამას შეხვდა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰამას შეხვდა.

მხარეებმა 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე და იაპონიაში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრებზე ისაუბრეს. სამომავლოდ, ორ ქვეყანას შორის ბავშვთა რაგბიში გაცვლითი პროგრამის დანერგვა დაიგეგმა.

შეგახსენებთ, რომ რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში სტარტს 20 სექტემბერს აიღებს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კი პირველ მატჩს 23 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ, თბილისის დროით 14 საათსა 15 წუთზე გამართავს.

2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.