საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა. ეს საუკეთესო შედეგი იყო და ჩვენმა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილით დაიკავა.
ჯემალ კილაძის გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე წარმატებით გამოვიდა და საბოლოო გამარჯვებაც ლოგიკური იყო. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და ნიკა კენჭაძე (80 კგ). დავით ხუციშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90 კგ) კი მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ მსოფლიო სერიის ფინალური – მეხუთე ეტაპის შემდეგ, რომელსაც 3-4 სექტემბერს რუმინეთის ქალაქმა კონსტანტამ უმასპინძლა. მანამდე, მაისიდან ივლისის ჩათვლით, მსოფლიო სერიის ოთხი ეტაპი გაიმართა და საქართელოს ნაკრები ოთხივეში საუკეთესო იყო.
ფინალურ ეტაპზე კენჭაძე და ქელეხსაშვილი ჩემპიონები გახდნენ. კორძაიამ მეორე ადგილი დაიკავა, ხუციშვილი კი ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა.