საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

ირის ანტმანის გუნდი 12 ივლისს, 20:00 საათზე თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე ბელარუსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, 16 ივლისს კი ლიეტუვას ესტუმრება – დრუსკინინკაიში შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მოახლოებული მატჩებისთვის მთავრმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეკრებაზე 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მაკარეები: თათია გაბუნია („კვარტალი“), სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“);

მცველები: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნატა კვირკვაია („ნიკე-ლუსო“), გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), მარიამ კაპანაძე („ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი“, გერმანია);

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ნათია დანელია („კვარტალი“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), სალომე დიმოპულო („კვარტალი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი“), ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), თეონა ბაქრაძე („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ), ანა ჩემინავა („ტრაბზონსპორი“, თურქეთი).