საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - თითოეული გამარჯვება გუნდს თავდაჯერებასა და რწმენას შესძენს #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ჩემინავამ კომენტარი გააკეთეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაზე (3:0).
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ კი „ჯვაროსნების“ კაპიტანმა, ანა ჩემინავამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც მისი საგოლე გადაცემით მაიკო ბებიამ გაიტანა.
ირის ანტმანი (საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი) – „გოგონებმა პირველივე წუთიდან კარგად ითამაშეს, თუმცა შესვენებამდე საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად თავდაჯერება დააკლდათ. მეორე ტაიმი ფეხბურთელებმა შესანიშნავად დაიწყეს, უბურთოდ ბევრს მოძრაობდნენ და რაზეც ვარჯიშებზე ვმუშაობდით, ყველაფერი მოედანზე გადაიტანეს. ბედნიერი ვარ, თითოეული თამაში, რომელსაც მოვიგებთ, გუნდს მეტ თავდაჯერებასა და რწმენას შესძენს“.
ანა ჩემინავა (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი) – „მინდა, გოგონებს და გულშემატკივრებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. სასიხარულოა, რომ წლის პირველ მატჩი მოვიგეთ, მე კი ორი გოლი გავიტანე. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას მეორე თამაშსაც მოვუგებთ“.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მეორე ამხანაგურ მატჩი 28 თებერვალს გაიმართება. შეხვედრა „მიხეილ მესხი 2“-ზე 15:00 საათზე დაიწყება.