საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - სომხეთთან ორი გამარჯვება მნიშვნელოვანია, თუმცა გამოსასწორებელი ბევრია #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა შეაფასა სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩები, რომლებშიც ჩვენმა გუნდმა შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა და ორივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პირველი ამხანაგური მატჩი 5:0 მოიგო, ხოლო მეორე – 3:1. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნაკრებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
„ზედიზედ ორი გამარჯვების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები არ არიან მიჩვეულები სამდღიანი ინტერვალით თამაშების ჩატარებას. გარდა ამისა, რთულია, ეთამაშო ერთ გუნდს ორჯერ, რადგან მეტოქე შენ შესწავლას ახერხებს.
იყო შეცდომები. ეს დასაწყისია და გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს, მათ შორის მენტალური, ტექნიკური და ტაქტიკური კუთხით. ბევრი დრო არაა, მაგრამ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ. დასაწყისისთვის კარგი იყო, თუმცა მეტი დრო გვჭირდება“, – ამბობს საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.