საქართველოს ქალთა ნაკრები პლეი ოფში ირლანდიას შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრები პლეი ოფში ირლანდიას შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ირლანდიასთან ითამაშებს – წილისყრა უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა.​

ორრაუნდიანი პლეი ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. A, B და C ლიგის 28 გუნდი ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

საქართველოს პლეი ოფის პირველ რაუნდში A ლიგის განთესილი გუნდებიდან ირლანდია შეხვდა, ხოლო ამ წყვილის გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთი-უელსის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი რაუნდის შეხვედრები 23-29 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო მეორე რაუნდის მატჩები – 27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა სტუმრად მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა, ჯგუფური ეტაპი 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა.