საქართველოს ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულშია
საქართველოს ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგის ასეულშია

„ფიფას“ განახლებული რეიტინგში, საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ასეულში ადგილი შეინარჩუნა და მე-100 ადგილზეა.

„ფიფამ“ ვაჟთა რეიტინგების შემდეგ ქალთა ნაკრებების ანალოგიური მაჩვენებლებიც გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ სექტემბერში ჩვენმა გუნდმა 8 ადგილით უკან დაიხია – „ჯვაროსნები“ აგვისტოში 92-ე ადგილზე იმყოფებოდნენ, ახლა კი – ასეულის ბოლოში არიან.

საინტერესოა, რომ 2017 წლის აპრილის შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრებს ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია. სულ ფიფას რეიტინგში ქალთა 177 ნაკრები მონაწილეობს, ხოლო კაცებში – 210 ნაკრები.

ტოპ-10

1 აშშ 2114
2 გერმანია 2049
3 საფრანგეთი 2032
4 ინგლისი 2026
5 კანადა 2009
6 იაპონია 1988
7 ბრაზილია 1985
8 ავსტრალია 1979
9 ჰოლანდია 1977
10 ჩრდილოეთ კორეა 1955
————————–————–
100 საქართველო 1145