საქართველოს ქალთა ნაკრები ბოსნიელებთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრები ბოსნიელებთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გასვლაზე ჩაატარა და დიდი ანგარიშით – 1:7 დამარცხდა.

„ზენიცას“ სტადიონზე გამართულ მატჩში მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას ფლობდნენ და 23-ე წუთისთვის 4:0-ს იგებდნენ, ტაიმი კი ანგარიშით 5:0 მოიგეს, მეორე ნახევარში ბალკანელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ვილნიუსის „ჟალგირისის“ თავდამსხმელის, ანა ჩემინავას ანგარიშზეა. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ნინო სუთიძეს შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.

ევროშესარჩევ ციკლში ლევან ბაჯელიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს და იტალიას უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი