საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა პოლონეთის გუნდი დამაჯერებელი შედეგით დაამარცხა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ტოპ-ათეულის წარმოამდგენელ პოლონეთის გუნდთან ამხანაგური პაექრობა გამართა. შეჯიბრი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სულ 24 პარტია ჩატარდა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა,საბოლოოდ,ანგარიშით 74,5 : 57,5 იმარჯვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლელა ჯავახიშვილი დასახელდა, ლელამ 24-დან 17 ქულა მოაგროვა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდის შემადგენლობა:
1. ნანა ძაგნიძე (2524)
2. ლელა ჯავახიშვილი (2473)
3. ნინო ბაციაშვილი (2460)
4. მერი არაბიძე(2437)
5. სალომე მელია (2371)
6. სოფიკო ხუხაშვილი (2334)
პოლონეთის ქალთა გუნდის შემადგენლობა:
1. მონიკა სოჩკო (2421)
2. კარინა სიფკა (2415)
3. იოლანტა ზავადკა (2399)
4. ივეტა რახლიჩი (2394)
5. კლაუდია კულონი (2347)
6. იულია ანტოლაკი (2313)
7. ალისია სლივიჩკა (2311)