საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ლიეტუვასთან გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვაშია, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი და გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება.
ლიეტუვისა და საქართველოს ქალთა ნაკრებების შეხვედრა 16 ივლისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩამდე ორივე გუნდს 7 ქულა აქვს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს პლეი ოფში თამაშის შანსი ექნება.
საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ხუთივე ჯგუფის გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფებში პირველ და მესამე ადგილზე გასულ გუნდებთან მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდებიან.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქ დრუსკინინკაიში, მატჩის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელ პროცესში „ჯვაროსნების“ 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მაკარე: თათია გაბუნია („კვარტალი“), სვეტლანა გაბელაია („ელიტა“), ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“);
დაცვა: მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), სოფიკო ნარსია („ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი („კვარტალი“), ნატა კვირკვაია („ნიკე-ლუსო“), გვანცა ქადაგიშვილი („ლანჩხუთი“), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), მარიამ კაპანაძე („ლანჩხუთი“), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიაერი“, გერმანია);
ნახევარდაცვა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი“), ნინო ბუხრიკიძე („ნიკე-ლუსო“), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ნათია დანელია („კვარტალი“), მაიკო ბებია („ნიკე-ლუსო“), სალომი დიმოპულო („კვარტალი“), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო“), ირინა ხაბურზანია („ლანჩხუთი„);
თავდასხმა: ანასტასია ბოლქვაძე („კვარტალი“), თეონა ბაქრაძე („ტრაბზონსპორი“, თურქეთი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ), ანა ჩემინავა („ტრაბზონსპორი“, თურქეთი).