საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი ბელარუსთან გამართა და 0:3 დამარცხდა.

კვიპროსში, „ახნასის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მეტოქემ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა და ტაიმი 1:0 მოიგო – ბელარუსის ნაკრებიდან თავი ანასტასია შლაპაკოვამ გამოიჩინა.

მეორე ნახევარში ბელარუსებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ჯერ ანა პილიპენკომ (64) გაიტანა გოლი, ხოლო ანა კოზიუპამ (70) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ბელარუსი კი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ქართველი ფეხურთელები მომდევნო მატჩს 31 მაისს სტუმრად კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, 4 ივნისს კი კუნძულელებს თბილისში უმასპინძლებენ.