საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა და კვიპროსთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.
რამდენიმე დღის წინ ამ გუნდების შეხვედრა კვიპროსში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა (2:0). სამშობლოში დაბრუნებულმა გუნდმა 2 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა.
საქართველოსა და კვიპროსის ქალთა ნაკრებების შეხვედრა 4 ივნისს, 20:00 საათზე მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.
3 ივნისს, 16:45 საათზე „მიხეილ მესხი 2“-ზე საქართველოს ქალთა ნაკრების ვარჯიში გაიმართება, რომელიც მედიისთვის 15 წუთის განმავლობაში ღია იქნება.