საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის გათამაშება მარცხით დაიწყო
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის გათამაშება მარცხით დაიწყო

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის პირველი ჯგუფის პირველ მეტოქესთან ბულგარეთის გუნდთან შედეგით 1:2 დამარცხდა. ერთეულთა თანრიგში სოფია შაფათავა და ეკატერინე გორგოძე იზაბელა შინიკოვასთან და ვიქტორია ტომოვასთან დამარცხდნენ, ხოლო წყვილებში ოქსანა კალაშნიკოვამ და შაფათავამ პეტია არშინკოვასთან და იულია ტერზიისკასთან გამართული მატჩი 6:0, 6:4 მოიგეს.

A ჯგუფში 3 ნაკრები თამაშობს. ბულგარეთის გუნდმა პირველი შეხვედრა სერბეთის ნაკრების წევრებთან 1:2 წააგო და ახლა 3-3 მოგებითა და მარცხით ლიდერია. საქართველოს მომდევნო მეტოქე სერბეთის გუნდი იქნება და ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ხვალ დაგეგმილი სამივე შეხვედრა უნდა მოიგოს.