საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები 2019 წელს კვლავ ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში იასპარეზებს
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ევრო-აფრიკული ზონის პირველი ჯგუფის შეხვედრა ავსტრიის გუნდთან წყვილთა თანრიგში მოიგო და ზედიზედ მეხუთედ ქართველი გოგონები კვლავ ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ჯგუფის ორივე მატჩი ბულგარეთისა და სერბეთის გუნდებთან მარცხით დაასრულა და A ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
ტურნირის დებულების თანახმად, აღნიშნულ ზონაში ოთხი ქვეჯგუფი იყო და ადგილის შესანარჩუნებლად ბოლოადგილოსნებს შორის მატჩები გაიმართა.
D ჯგუფის მეოთხეადგილოსანი ავსტრიის ნაკრები რომელიც საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა, 2019 წელს ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში იასპარეზებს.