საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნენ. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ.
„საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ“, – აცხადებენ პროკურატურაში.