საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის სტატია „გარდიანზე“ გამოქვეყნდა - „ბორჯღალოსნების“ გეგმები 2019 წლის მსოფლიო თასზე
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ლუკა ჭოჭუას სტატია ბრიტანულ ვებგვერდ „გარდიანზე“ (The Guardian) გამოქვეყნდა. სტატია ერთგვარი გზამკვლევია მათთვის, ვინც საქართველოს ნაკრებს კარგად არ იცნობს და სურს „ბორჯღალოსნების“ შესახებ წარმოდგენა შეიქმნას.
გზამკვლევში განხილულია საქართველოს ნაკრების მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი, მათი წინა სატურნირო ტესტ-მატჩები და მიზანი, რომელიც გუნდს უდიდეს სარაგბო ფორუმზე აქვს. აგრეთვე, გამოყოფილია ის სამი მორაგბე, რომლებსაც რაგბიში ნაკლებად ჩახედულმა გულშემატკივარმა ყურადღება უნდა მიაქციოს.
„საქართველოს ნაკრების გზამკვლევი – რაგბის მსოფლიო თასი 2019“ „გარდიანის“ საერთაშორისო ექსპერტების ქსელის ფარგლებში დაიწერა, რომელშიც მონაწილეობა ტურნირზე მონაწილე ყველა ქვეყნის ჟურნალისტმა მიიღო.