საქართველოს პირველი არხი საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ განცხადებას ეხმაურება
გვსურს გამოვეხმაუროთ საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ განცხადებას და საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი არხის მაყურებელს ვაცნობოთ, რომ კლუბმა „ჩიხურამ“ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება „ჩიხურასა“ და „აბერდინს“ შორის გასამართი ორი მატჩიდან საქართველოს პირველი არხისთვის მიეცა მხოლოდ შინ გასამართი მატჩის ტრანსლირების უფლება.
ეს ტრანსლაცია მაუწყებელმა 25 ივლისს შესთავაზა საქართველოს პირველი არხის მაყურებელს. სამწუხაროდ, შოტლანდიაში პირველ აგვისტოს „აბერდინსა“ და „ჩიხურას“ შორის გასამართ მატჩზე, მაუწყებელს სატელევიზიო ტრანსლაციის უფლება არ აქვს, რის გამოც საქართველოს პირველი არხი გულშემატკივარს მხოლოდ მატჩის ინტერნეტ-სტრიმს შესთავაზებს. „აბერდინისა“ და „ჩიხურას“ დაპირისპირებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ საქართველოს პირველი არხის ვებ-პლატფორმაზე 1tv.ge.
საფეხბურთო კლუბმა „ჩიხურამ“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პირველ არხს „აბერდინისა“ და „ჩიხურას“ შორის პირველ აგვისტოს გასამართი მატჩის ტრანსლაციის მხოლოდ ინტერნეტ სტრიმის უფლება ექნება და ვებგვერდის 1tv.ge საშუალებით გადასცემს.