საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები წარმატებით ასპარეზობს კაიროს 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალია.

ტურნირზე მაკა კვინჩიამ ინდივიდუალურ ასპარეზობაში 67კგ-მდე წონით კატეგორიაში 84 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სამი მისვლის ჯამში ვერცხლის მედალიც მოიპოვა.

მსოფლიო თასზე ნათელა გამიდოვა ოქროს მედალს სამი წარმატებული მისვლის ჯამში დაეუფლა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი 67კგ-მდე 64კგ. აწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა მესამე ქართველი ნინო საბაშვილიც, მან ყველას სამი მისვლის ჯამში აჯობა. საბაშვილი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც წარმატებულად გამოვიდა – მან 79კგ-მდე კატეგორიაში 55 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა.