საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
როტერდამში მიმდინარე ზაფხულის ევროპის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარა ძიუდოს ნაკრები ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ჩვენი გუნდის ანგარიშზე კონტინენტის პირველობაზე უკვე შვიდი მედალია და შვიდივე პარა ძიუდოს ნაკრების წევრებმა მოიპოვეს.
შეჯიბრებაზე საერთო ჩათვლაში საქართველოს პარა ნაკრები შვიდი მედლით (ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო) მესამე ადგილზეა. ტურნირზე სულ 45 ქვეყნის 1500 პარაათლეტი ასპარეზობს. პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრები ტურნირზე პარასპორტის ოთხ სახეობაში (ძიუდო, სროლა, მშვილდოსნობა და ტაეკვონდო) 27 პარაათლეტითაა წარმოდგენილი.
ევროპის ჩემპიონატზე 13 აგვისტოდან პარა ტაეკვონდოს ნაკრები დაიწყებს ასპარეზობას.