ზამთრის 23-ე ოლიმპიადაში, რომელიც 9 დან 25 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში ჩატარდება, საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი იასპარეზებს.
1.იასონ აბარამაშვილი – სამთო-სათხილამურო სპორტი ( IV თამაშები)
2.ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტი (III თამაშები)
3.გიორგი სოღოიანი – საციგაო სპორტი (I თამაშები)
4.მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა (I თამაშები)
სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური პიონჩანგში დღეს გაემგზავრნენ, მოციგავე გიორგი სოღოიანი უკვე ოლიმპიურ სოფელში იმყოფება, მორის ყვითელაშვილი კი საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 9 თებერვალს შეურთდება. თამაშებში მონაწილე ყველა ქვეყნის სახელმწიფო დროშები პიონგჩანგის ოლიმპიურ სოფელში საზეიმოდ 8 თებერვალს აღიმართება, თამაშების საზეიმო გახსნა კი 9 თებერვალს, თბილისის დროით 15 საათზე, პიონგჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.
ორი კვირის მანძილზე პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ