საქართველოს ნაკრებთან მატჩს მონტენეგროს მედია გამოეხმაურა - ევრო 2024-ის მონაწილე ჩვენზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან მატჩს მონტენეგროს მედია გამოეხმაურა - ევრო 2024-ის მონაწილე ჩვენზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა #1TVSPORT

​პოდგორიცაში მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებების მატჩს ადგილობრივი მედია გამოეხმაურა – საერთო შეფასებით, „ჯვაროსნებმა“ მათ გუნდს აშკარად აჯობეს.

Antenam

„მონტენეგროს ნაკრებმა რობერტ პროსინეჩკის ხელმძღვანელობით პოდგორიცაში პირველი თამაში ჩაატარა. მანამდე ჩვენმა გუნდმა სტუმრად ბელორუსსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოიგო და ბრიუსელში ბელგიასთან დამარცხდა. ქართველებმა მოიგეს და საშინაო მატჩში პროსინეჩკის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქართველებმა მონტენეგროს ნაკრებს აჯობეს“.

vijesti

„ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრები მონტენეგროზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და პოდგორიცაში დამსახურებულად მოიგო. ბრიუსელში ბელგიასთან მარცხის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო. შესვენებამდე სტუმრებმა კიტეიშვილისა და მიქაუტაძის გოლებით ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. შესვენების შემდეგ მონტენეგრომ იოვეტიჩის გოლით სხვაობა შეამცირა. 84-ე წუთზე საბოლოო შედეგი კონტრშეტევაზე ზივზივაძემ დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებმა ყველა დაარწმუნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე დამსახურებულად გავიდა და გერმანიაში კარგი განწყობით მიემგზავრება“.

სააგენტო CDM

„მონტენეგროს ნაკრებმა ქართველებთან ამხანაგურ შეხვედრაში ვერაფერი მოახერხა. რობერტ პროსინეჩკის საშინაო დებიუტი წარუმატებელი გამოდგა – ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროზე უკეთ ითამაშა და პოდგორიცაში 3:1 მოიგო. კვარაცხელია შეუჩერებელი იყო და რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა“.