საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ოქრო, 11 მედალი და 26-ე ადგილი უწინასწარმეტყველეს #1TVSPORT
კომპანია Gracenote-ის სპეციალისტებმა, რომლებიც დაკავებულნი არიან სტატისტიკური მონაცემების შეგროვებითა და დამუშავებით, ტოკიოს ოლიმპიადის დაწყებამდე 100 დღით ადრე, მედლების არაოფიციალური ჩათვლის პროგნოზი გააკეთეს.
კომპანია ამგვარ პროგნოზს 2016 წლის ოლიმპიადის შემდეგ ჩატარებული დიდი ტურნირების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, მსოფლიო თასის ეტაპები) შედეგების მიხედვით ადგენს.
Gracenote-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ოლიმპიური ნაკრები TOP 30-ში მოხვდება, კერძოდ, ორი ოქროთი, სამი ვერცხლითა და ექვსი ბრინჯაოთი 26-ე ადგილს დაიკავებს.
გუნდურ ჩათვლაში გამარჯვება უწინასწარმეტყველეს ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიურ გუნდს. ელოდებიან, რომ ამერიკელები პირველები იქნებიან მედლების საერთო რაოდენობით (114) და ოქროს მედლების რაოდენობით (43).
პროგნოზის მიხედვით, მეორე ადგილზე გავა ჩინეთი 38 ოქროთი (85 მედალი ჯამში), მესამეზე – იაპონია 34 ოქროთი (ჯამში – 59).
Gracenote-ის სპეციალისტთა აზრით, მედლების არაოფიციალურ ჩათვლაში TOP30 ასეთი იქნება (მედლების საერთო რაოდენობით) :
- აშშ 43 ოქრო-30 ვერცხლი-41 ბრინჯაო; სულ – 114
- ჩინეთი 38-23-24; 85
- რუსეთი 23-24-26; 73
- იაპონია 34-16-9; 59
- ნიდერლანდები 16-16-14; 46
- საფრანგეთი 9-13-19; 41
- ავსტრალია 12-13-15; 40
- ბრიტანეთი 11-12-13; 36
- გერმანია 11-11-12; 34
- იტალია 8-10-15; 33
- უნგრეთი 7-8-13; 28
- თურქეთი 4-7-15; 26
- კორეა 9-10-6; 25
- ესპანეთი 7-9-6; 22
- უკრაინა 6-7-8; 21
- ზელანდია 9-6-5; 20
- ბრაზილია 5-5-10; 20
- კანადა 4-7-9; 20
- ინდოეთი 4-5-8; 17
- ყაზახეთი 1-5-10; 16
- კენია 6-5-4; 15
- პოლონეთი 2-4-9; 15
- კუბა 5-3-5; 13
- შვედეთი 5-2-4; 11
- ბელგია 2-4-5; 11
- საქართველო 2-3-6; 11
- ჩეხეთი 2-3-6; 11
- დანია 2-4-4; 10
- იამაიკა 2-3-5; 10
- აზერბაიჯანი 2-1-7; 10
რაც შეეხება ცხრილს ოქროს მედლების რაოდენობით, აქაც საქართველო 26-ე ადგილზეა:
- აშშ 43-30-41; სულ – 114
- ჩინეთი 38-23-24; 85
- იაპონია 34-16-9; 59
- რუსეთი 23-24-26; 73
- ნიდერლანდები 16-16-14; 46
- ავსტრალია 12-13-15; 40
- ბრიტანეთი 11-12-13; 36
- გერმანია 11-11-12; 34
- საფრანგეთი 9-13-19; 41
- კორეა 9-10-6; 25
- ზელანდია 9-6-5; 20
- იტალია 8-10-15; 33
- ესპანეთი 7-9-6; 22
- უნგრეთი 7-8-13; 28
- უკრაინა 6-7-8; 21
- კენია 6-5-4; 15
- ბრაზილია 5-5-10; 20
- კუბა 5-3-5; 13
- შვედეთი 5-2-4; 11
- თურქეთი 4-7-15; 26
- კანადა 4-7-9; 20
- ინდოეთი 4-5-8; 17
- პოლონეთი 2-4-9; 15
- ბელგია 2-4-5; 11
- დანია 2-4-4; 10
- საქართველო 2-3-6; 11
- ჩეხეთი 2-3-6; 11
- იამაიკა 2-3-5; 10
- აზერბაიჯანი 2-1-7; 10
- ყაზახეთი 1-5-10; 16