ავსტრიული შეკრების პირველ დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მხოლოდ 12-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშა, თუმცა, ახლა მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ ვაისის განკარგულებაში 19 ფეხბურთელია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ბად ჰარინგში გუნდს კიდევ შვიდი ლეგიონერი შეუერთდა: მეკარე გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), მცველები გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი), ნახევარმცველები გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია) და ვახტანგ ჭანტურიშვილი (ტრნავას სპარტაკი, სლოვაკეთი)
გუნდს კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეუერთდება. დღეს ავსტრიაში გიორგი ხარაიშვილს, ლაშა შერგელაშვილს, ბექა ვაჩიბერაძესა და გიორგი ბერიძეს ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. გუნდი 1-ელ ივნისს, ავსტრიის ქალაქ შვაცში ჯერ მალტას დაუპირისირდება, ხოლო 5 ივნისს ლუქსემბურგში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს შეხვდება.