გიბრალტარისა და დანიის საფეხბურთო ნაკრებებთან შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით ემზადება.
წლის მესამე ოფიციალური მატჩისთვის გუნდში უკვე 26 ფეხბურთელი ვარჯიშობს. ყველაზე ბოლოს ესპანური „ლუგოს“ ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ჩამოვიდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში მყოფი რამდენიმე მოთამაშე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მათ შორის – საბა კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი და გიორგი პაპუნაშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).
მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 6 ივნისს, 18:00 საათზე გამართავს. 10:00 საათზე „დინამო-არენაზე“ გიბრალტარის ნაკრები ივარჯიშებს, ხოლო მათი მთავარი მწვრთნელი პრესკონფერენციას 12:15 საათზე გეგმავს. „დინამო არენაზე“ შედგება (13:00 საათზე) საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენციაც.