საქართველოს ნაკრებმა ვეტერანთა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ვეტერანთა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ნორვეგის ქალაქ ლარდალში დასრულებული Veteran Cup 2024-ის ფინალში უკრაინასთან ითამაშა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.

მატჩები წრიული სისტემით ჩატარდა, ფინალში კი ერთმანეთს პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები შეხვდნენ. პირველ შეხვედრაში ქართველმა ვეტერანებმა მასპინძელი ნორვეგია (სადაც ტორე-ანდრე ფლო და სტეფან ივერსენი თამაშობდნენ) 4:3 დაამარცხეს, ხოლო უკრაინას 3:2 სძლიეს.

ამის შემდეგ ვეტერანმა „ჯვაროსნებმა“ ფინეთი 6:1 დაამარცხეს (იაშვილი – 2, ნავალოვსკი, კობახიძე, ხიზანიშვილი, სირაძე), ხოლო ფარერების ნაკრები 3:1 (იაშვილი – 2, კობახიძე) და პირველი ადგილი დაიკავეს, ფინალში კი მეორეადგილოსან უკრაინას დაუპირისპირდნენ.

გადამწყვეტი მატჩი უკრაინელებმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 4:3 მოიგეს. იაშვილმა ისევ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ლაშა თოთაძის ანგარშზეა. აღსანიშნავია, რომ იაშვილმა ხუთ მატჩში რვა გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან მჭედლიძე, გიორგი ნავალოვსკი, სანდრო კობახიძე, დავით სირაძე, ლაშა თოთაძე, გიორგი განუგრავა.