საქართველოს ნაკრებმა შეკრება დაიწყო - გუნდს ტრავმირებული სიგუა გამოაკლდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლმა პირველი ვარჯიში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართა.
13 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში გახდა ცნობილი, რომ „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა ტრავმირებულია და შეკრებას გამოტოვებს.
საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, ივა გელაშვილი, ლევან შენგელია და გიორგი მიქაუტაძე საწვრთნელ პროცესს 14 ნოემბერს შეუერთდებიან.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩებს ჩვენი გუნდი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავს (21:00), 19 ნოემბერს კი ვალიადოლიდში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება (23:45).
ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.