საქართველოს ნაკრებმა პოზნანში შეკრება რვა მოთამაშით დაიწყო - გუნდს ნიკა კვეკვესკირი ესტუმრა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში შეიკრიბა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება.
შეკრების პირველ დღეს ნაკრებმა პოზნანის „ლეხის“ საწვრთნელ ბაზაზე მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი მამარდაშვილი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და ბუდუ ზივზივაძე. ნაკრები სრული შემადგენლობით უახლოესი ორი დღის განმავლობაში შეიკრიბება.
სფფ-ს ცნობით, დღევანდელ ვარჯიშზე საქართველოს ნაკრებს ნიკა კვეკვეკსირი ესტუმრა. უნგრული „ნირეჰაზას“ და ნაკრების ნახევარმცველი ამჟამად ტრავმირებულია და ვარჯიშს მომდევნო კვირებში განაახლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
11 ოქტომბერი I უკრაინა – საქართველო
14 ოქტომბერი I საქართველო – ალბანეთი