საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩისთვის მზადება დაიწყო - კვარაცხელიამაც ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული მატჩისთვის მზადება დაიწყო - კვარაცხელიამაც ივარჯიშა

ისტორიული მატჩისთვის მზადება დაიწყო – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის შეიკრიბა.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საწვრთნელი პროცესის პირველ დღეს ჩვენი ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის პარალელურად, საწვრთნელ პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი ინვიდუალური პროგრამით ჩაერთო.

გუნდთან ერთად ივარჯიშა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელზეც იყო ინფორმაცია, რომ ტრავმა აწუხებდა. ასევე გუნდთან ერთად ემზადებიან ყაზახეთიდან და ამერიკიდან ჩამოსული ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.

გამოძახებული შემადგენლობიდან თბილისში 22 ფეხბურთელი იმყოფება. კიდევ შვიდი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს – გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩამოვლენ და საქართველოს ნაკრებს 10 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე – ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, დინამო არენა საქართველო – ესტონეთი