საქართველოს ნაკრებმა გერმანია დაამარცხა | ფუტსალი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შესანიშნავი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა „დ“ ჯგუფის პირველ მატჩში გერმანია დამაჯერებლად დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველივე წამებიდან შეუტია და რონინიოს, არჩილ სებისკვერაძისა და სიმი საიოტის გოლებით პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. მეორე ნახევარში საქართველო უფრო თავდაჯერებულად ათამაშდა და არაერთი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ გერმანელთა მეკარე ფილიპ პლესი შესანიშნავად თამაშობდა და საქართველომ მხოლოდ ორჯერ გაიტანა – თავი ისევ სებისკვერაძემ და საიოტმა გამოიჩინეს. მატჩის მიწურულს ჰაკან ედემის გოლით პრესტიჟის გოლით სხვაობა შეამცირა და საბოლოოდ, საქართველომ 5:1 გაიმარჯვა.

ჯგუფის პირველი მატჩი დანიისა და ისრაელის ნაკრებების შორის 1:1 დამთავრდა და საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდა.

ხვალ, ჩვენი ნაკრები ახალ ოლიმპიურ სასახლეში 20:30 საათზე ისრაელს შეხვდება, ხოლო გერმანია დანიას დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.