საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
სკოპიეში გამართულ 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ასპარეზობა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
პირველი ადგილი დაიკავა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერა თეიმურაზ ვანიშვილმა (61კგ). ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი რამაზ თურმანიძე (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) გახდნენ.
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება. 21-23 მაისს სკოპიეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55 კგ – რამაზ სილაგავა (მარტვილი)
60 კგ – ირაკლი ძიმისტარიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ – ლერი აბულაძე (აჭარა)
67 კგ – ჯონი ხეცურიანი (ხობი)
72 კგ – ოთარ აბულაძე (აჭარა)
77 კგ – ნიკოლოზ ჭიკაიძე (გარდაბანი)
82 კგ – აივენგო რიკაძე (გარდაბანი)
87 კგ – თემურ ჭკუასელიძე (ბორჯომი)
97 კგ – გიორგი ქაცანაშვილი (გარდაბანი)
130 კგ – მათე გოქაძე (ქუთაისი)