საფრანგი სპეციალისტი ალენ ჟირესი, რომელიც 2004-05 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა, ტუნისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მან ამ პოსტზე ფაუზი ბენზარტი შეცვალა, რომელმაც გუნდში მხოლოდ სამი თვე იმუშავა.
ჟირესი აფრიკაში 2006 წლიდან მუშაობს და სხვადასხვა წლებში გაბონის, სენეგალისა და მალის ნაკრებები გაუწვრთნია. სამწვრთნელო დონეზე მისი საუკეთესო შედეგი – 2012 წლის აფრიკის თასზე, მალის მესამე ადგილზე გაყვანაა.