საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ქართველი მცველი ზურაბ ცისკარიძე, რომელმაც რამდენიმე შეხვედრა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა, კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.
ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი „ალ ჰაზმთან“ გააფორმა და ახალ გუნდს უკვე შეუერთდა. ბოლოს ზურაბ ცისკარიძე შვედური „ეკელსტუნას“ ღირსებას იცავდა. ცისკარიძისთვის ეს მეექვსე განსხვავებული საფეხბურთო ლიგაა. თავგადასავლების მოყვარული ქართველი მცველისთვის უცხო არც ეგზოტიკურ ქვეყნებში გამოსვლაა: 1 წლის წინ ის ტაილანდურ გუნდში ირიცხებოდა.