საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი „ატლანტაში“ ინიშნება, პარალელურად კი, სლოვენიის ნაკრებიდან მიიღო შეთავაზება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი „ატლანტაში“ ინიშნება, პარალელურად კი, სლოვენიის ნაკრებიდან მიიღო შეთავაზება #1TVSPORT

ამერიკელი ჟურნალისტის, მარკ შტეინის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი მომავალ სეზონში „ატლანტა ჰოსის“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ის გუნდის თავკაცის, ქუინ სნეიდერის პირველი თანაშემწე იქნება.

შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებს 2008-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. მას NBA-ის 9 გუნდში ასისტენტად უმუშავია, „ფინიქს სანსში“ კი მთავარი მწვრთნელი იყო. ბოლოს იგი „ბრუკლინ ნეთსში“ მოღვაწეობდა.

პარალელურად, საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება იგორ კოკოშკოვის სანაკრებო მომავალთან დაკავშირებით. სლოვენიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მატეი ერიავეცმა დაადასტურა, რომ დაინტერესებულია კოკოშკოვის სლოვენიის ნაკრებში დაბრუნებით, თუმცა არ გულისხმობს მთავარი მწვრთნელის პოსტს.

იმასაც მოგახსენებთ, რომ სწორედ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით გახდა სლოვენია ევროპის ჩემპიონი 2017 წელს.

თუ შეთანხმება შედგა, იგორ კოკოშკოვი კიდევ ერთხელ შეხვდება საქართველოს ნაკრებს. სლოვენია და საქართველო მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე ერთ ჯგუფში ითამაშებენ. შეჯიბრება 25 აგვისტოს დაიწყება.