ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ლატვიის წინააღმდეგ გასამართ დღევანდელ მატჩში. ყაზახეთში გამართული მატჩისგან განსხვავებით, დღეს ჩვენს გუნდში ორი ცვლილებაა – ტრავმირებული ქვილითაიას ნაცვლად ვლადიმირ ვაისმა ძირითადში ნიკა კაჭარავა დაასახელა, გიორგი მერებაშვილის ნაცვლად კი სასტარტოში თამაშს თორნიკე ოქრიაშვილი დაიწყებს.
1. ლორია
22. ნავალოვსკი
4. კაშია
5. კვერკველია
2. კაკაბაძე
6. კვეკვესკირი
7. კანკავა
11. ჩაკვეტაძე
8. ყაზაიშვილი
10. ოქრიაშვილი
13. კაჭარავა
მატჩი თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.